Aa
Aa

მესი: "ჩვენი თამაში იდეალურისგან შორსაა, თუმცა გამარჯვება გვჭირდებოდა"

მილანის „ინტერთან“ მოპოვებული რთული გამარჯვების შემდეგ ლიონელ მესიმ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნული შეხვედრა შეაფასა. არგენტინელის განცხადებით, მისი გუნდი ამიერიდან მომავალზე ფიქრობს და სტაბილურობის შენარჩუნებას ეცდება.

„მიმდინარე სეზონში მოედანზე სრულად 90 წუთი პირველად გავატარე და, რა თქმა უნდა, რიტმის შეგრძნება ცოტა მიჭირდა, თუმცა კარგია, რომ მთლიანად გუნდმა თამაშის მიმდინარეობა კარგად დაიჭირა. საბოლოო შედეგით ბედნიერი ვარ.

გასაგებია, რომ ჩვენი თამაში იდეალურისგან შორსაა, თუმცა გამარჯვება გვჭირდებოდა, ამიერიდან კი ზრდა უნდა გავაგრძელოთ და საკუთარ თავზე მეტი ვიმუშაოთ. „ხეტაფესთან“ და დღეს ორი მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ და აუცილებელია, რომ ეს სათამაშო დინამიკა შევინარჩუნოთ. ეს მხოლოდ სეზონის დასაწყისია, ამიტომ ჩვენ განვითარებაზე უნდა ვიფიქროთ“.

„ინტერი“ ერთ-ერთი ის გუნდია, რომლისთვისაც მესის ჩემპიონთა ლიგაზე არ გაუტანია და თუ იტალიაში თავის გამოჩენას მოახერხებს, რონალდუსა და რაულის რეკორდთან გათანაბრების შანსი ექნება. ორივე ამ ფეხბურთელს ხსენებულ ტურნირზე 33 სხვადასხვა გუნდის კარში აქვს გატანილი, მესის ანალოგიური მაჩვენებელი კი 32-ია. მას არც „დორტმუნდის“ კარი აუღია, ასე რომ, არგენტინელს საერთოდ რეკორდის დამხობაც შეუძლია.

„ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში სტუმრად „სლავიას“ შეხვდება, „ინტერი“ კი „ჯუზეპე მეაცაზე“ დორტმუნდის „ბორუსიას“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები