Aa
Aa

"ბარსელონა" ზამთარში სუარესის შემცვლელს გადაიბირებს?

კატალონიის „ბარსელონამ“ ლუის სუარესის შემცვლელი შეარჩია. ურუგვაელი ფეხბურთელი იანვარში 33 წლის ხდება და უმაღლეს დონეზე კიდევ დიდხანს ნამდვილად ვერ იასპარეზებს.

იტალიური გამოცემა Calciomercato-ს ინფორმაციით „ბლაუგრანას“ მესვეურები სეზონის სტარტზე სუარესის თამაშით უკმაყოფილოები არიან და ზამთარში ახალი თავდამსხმელის გადაბირებას გეგმავენ.

„ბარსელონას“ ხელმძღვანელებმა თვალი მარიო მანჯუკიჩს, ტიმო ვერნერსა და ხაიმე მატას დაადგეს, თუმცა Calciomercato იტყობინება, რომ კატალონიელთა მთავარი სამიზნე „მილანის“ პოლონელი ცენტრფორვარდი, კშიშტოპ პიონტეკია.

იტალიურ გამოცემას თუ დავუჯერებთ, „კამპ ნოუს“ ბინადრები საქმეს საკმაოდ სერიოზულად უდგებიან და მზად არიან პიონტეკის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო გადაიხადონ.

24 წლის პოლონელი „როსონერის“ იანვარში შეუერთდა. „შავ-წითლებმა“ მის სანაცვლოდ „ჯენოას“ 35 მილიონი ევრო გადაუხადეს. პიონტეკმა „მილანის“ მაისურით 27 შეხვედრა ჩაატარა და 13 გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები