ჯოკოვიჩი დოჰიოზე -
Aa
Aa
30 სექტემბერი 2019  |  10:22

ჯოკოვიჩი დოჰიოზე - "ნოლემ" მავაში ვერ აიღო, მაგრამ იორიკირით გაიყვანა

როგორც ცნობილია მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი მხრის ტრავმის გამო კორტზე გასვლას დიდი ალბათობით 2020 წლამდე ვერ შეძლებს.

„ნოლე“ დროს უქმად არ კარგავს და დასასვენებლად იაპონიაში, კერძოდ კი ტოკიოში იმყოფება, სადაც ძალების მოსინჯვა სუმოში გადაწყვიტა.

ინტერნეტისვრცეში გავრცელდა ვიდეო, სადაც სერბი ჩოგბურთელი სუმოისტის წინააღმდეგ დოჰიოზე „იბრძვის“.


 

ნოვაკ ჯოკოვიჩმა ამერიკის ღია პირველობაზე გამოსვლა 1/8 ფინალში დაასრულა, რისთვისაც 1820 სარეიტინგო ქულა დაკარგა და თუკი წლევანდელ სეზონში ვეღარ ითამაშებს, 99%-იანი ალბათობით, მსოფლიო კლასიფიკაციის პირველი საფეხურის დათმობა მოუწევს.

ამ მომენტისთვის სერბი რეიტინგს 9,865 ქულით ლიდერობს. მეორე პოზიციაზე რაფა ნადალი იმყოფება - 9,225, ხოლო მესამეზე 7,130 ქულით როჯერ ფედერერი იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები