ჰიონესის მუქარა:
Aa
Aa

ჰიონესის მუქარა: "ასეთ შემთხვევაში „ბაიერნი“ გერმანიის ნაკრებში ფეხბურთელებს აღარ გაუშვებს“

ბოლო დროს აქტიურად მიდის მსჯელობა იმის შესახებ, თუ ვინ უნდა იყოს გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარე - ნოიერი, თუ ტერ შტეგენი.

ესპანური პრესა და არამარტო, გერმანული და სხვა ევროპული გამოცემებიც აქტიურად წერენ, რომ „ბარსას“ გოლკიპერი მარკ ანდრე ტერ-შტეგენი ნაკრებში პირველ ნომრობას იმსახურებს.

რადიკალურად განსხვავებული და შეიძლება ითქვას ზედმეტად თავხედური პოზიცია აქვს „ბაიერნის“ წარმომადგენლებს. „რეკორდმაისტერის“ პრეზიდენტი ული ჰიონესი გერმანიის ფეხბურთის ფედერაციას პირდაპირ და საჯაროდ დაემუქრა:

„მეკარის პოზიციაზე ეროვნულ ნაკრებში ცვლილებებს არასდროს დავეთანხმებით. თუ, ეს მაინც მოხდება, ასეთ შემთხვევაში „ბაიერნი“ გერმანიის ნაკრებში ფეხბურთელებს აღარ გაუშვებს“.

რთული სათქმელია, საერთოდ იყო თუ არა ისტორიაში მსგავსი შემთხვევა, როდესაც კლუბის წარმომადგენელი ქვეყნის მმართველ საფეხბურთო ორგანოს ასე თავხედურად ემუქრებოდეს.

როგორც მოგეხსენებათ, FIFA-ს წესების თანახმად კლუბი ვალდებულია, რომ თავისი ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებში გაუშვას, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მკაცრად დაისჯებიან.

თავად ტერ-შტეგენი საჯაროდ საუბრობს, რომ ის კონკურენტუნარიანი ფეხბურთელია და მას ყოველთვის მეტი სურს. მისი ამბიცია ნაკრებში პირველი ნომრობა გახლავთ.

ამრიგად, კონფლიქტი უკვე ღია და საჯაროა. საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები