Aa
Aa

Tuttosport: "იუნაიტედი" ალეგრის კანდიდატურას პირველ ვარიანტად განიხილავს!

ტურინული Tuttosport-ის ინფორმაციით, „მანჩესტერ იუნაიტედი“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მასიმილიანო ალეგრის კანდიდატურას სერიოზულად განიხილავს.

„წითელ ეშმაკთა“ ხელმძღვანელობა ოლე-გუნარ სულშერის მუშაობით უკმაყოფილოა და მის შემცვლელად ამ ეტაპზე ორ სპეციალისტს - ლორან ბლანსა და სწორედ ალეგრის მოიაზრებს.

იტალიური გამოცემა ფავორიტად ალეგრის ასახელებს, რომელიც ივნისიდან მოყოლებული ინგლისური ენის კურსებს ინტენსიურად გადის. ბუნებრივია, ამის გათვალისწინებით, აპენინური პრესა ვარაუდობს, რომ 52 წლის ალეგრი კარიერის „ნისლიან ალბიონზე“ გასაგრძელებლად ემზადება.

რაც შეეხება ბლანს, იგი „იუნაიტედის“ რიგებში 2001-2003 წლებში თამაშობდა, 2016 წლიდან კი მას შემდეგ, რაც პსჟ-ს თავკაცის პოსტი დატოვა, უმუშევარია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები