Aa
Aa

"რეალი" კვლავ პოჩეტინოს უმიზნებს?

ბრიტანული პრესა იტყობინება, რომ თუ მადრიდის „რეალმა“ ზინედინ ზიდანი გაათავისუფლა, მაურისიო პოჩეტინოს გადაბირებას შეეცდება. Mirror-ის ცნობით „სამეფო კლუბის“ ხელმძღვანელები არგენტინელი სპეციალისტით გასულ სეზონში მოიხიბლნენ.

პოჩეტინოს გაწვრთნილმა „ტოტენჰემმა“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გააღწია და „სანტიაგო ბერნაბეუზე“ სჯერათ, რომ მას „ლოს ბლანკოსის“ გაძღოლა და გუნდისთვის წარმატების მოტანა შეუძლია.

ჩრდილოეთ ლონდონელები თავისი მთავარი მწვრთნელის შენარჩუნებაზე არიან ორიენტირებულები და მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებენ. თუმცა „ნისლიან ალბიონზე“ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, არის შანსი „დეზებს“ ხელი მოეცაროთ. პოჩეტინო კლუბის სატრანსფერო პოლიტიკით უკმაყოფილოა და შესაძლოა ადგილსამყოფელის შეცვლაზე  დაფიქრდეს. თანაც „რეალის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი არგენტინელი სპეციალისტის დიდი გულშემატკივარია.

Mirror-ის მიხედვით თუ “სამეფო კლუბი“ პოჩეტინოსგან რაიმე სახის მინიშნებას მიიღებს, მისთვის ბრძოლას დაიწყებს. რაც შეეხება „ბლანკოსის“ მოქმედ თავკაცს ზინედინ ზიდანს, „ზიზუს“ გუნდს პრობლემები აქვს. „რეალი“ ლა ლიგაში მეორე ადგილზე იმყოფება, თუმცა ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი სეზონი კატასტროფულად დაიწყო და ნეიმარის, მბაპესა და კავანის გარეშე მოასპარეზე პსჟ-სთან 3-0 დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები