ფინალს ალიშა კიზი და ანდრეა ბოჩელი გახსნიან
Aa
Aa

ფინალს ალიშა კიზი და ანდრეა ბოჩელი გახსნიან

"ჩემპიონთა ლიგის" დღეს გასამართ ფინალურ მატჩს სიმღერით ორი სუპერვარსკვლავი ამერიკელი ალიშა კიზი და იტალიელი ანდრეა ბოჩელი გახსნიან. ორივე მათგანმა ამასთან დაკავშირებით მცირე კომენტარები გააკეთა:

ანდრეა ბოჩელი: "ჩემთვის დიდი პატივია ასეთი მასშტაბური მატჩის გახსნა და გპირდებით, რომ ვეცდები თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინო. უღრმესი მადლობა ყველას, ვინც ამის შანსი მომცა".

სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ ბოჩელიმ ბრიტანეთის მონარქის, ელისაბედის 90 წლის იუბილეზე იმღერა, იქამდე კი "ლესტერის" ჩემპიონობისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე გვიჩვენა ვოკალური შესაძლებლობები.

ალიშა კიზი: "ძალიან ამაყი ვარ, რომ 80 ათასი ადამიანის თვალწინ შემიძლია ვიმღერო და "ჩემპიონთა ლიგის" ფინალური შეხვედრის გახსნაში მივიღო მონაწილეობა". - დაწერა "ტვიტერზე" 35 წლის ამერიკელმა მომღერალმა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები