ნევილი:
Aa
Aa

ნევილი: "რაიოლა ევროპული ფეხბურთის სირცხვილია"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მოთამაშემ, გარი ნევილმა პოლ პოგბას აგენტი, მინო რაიოლა მიწასთან გაასწორა და მას ფეხბურთის სირცხვილი უწოდა. ინგლისელმა უკანახაზელმა „წითელ ეშმაკებს“ მოუწოდა პორტუგალიელთან თანამშრომლობა სასწრაფოდ გაწყვიტონ.

ნევილმა საკუთარი პოზიცია ნორვეგიულ ტელეარხთან საუბრისას დააფიქსირა და განაცხადა: „რაიოლა არა მხოლოდ მანჩესტერ იუნაიტედის, არამედ ევროპული ფეხბურთის სირცხვილია. წითელმა ეშმაკებმა მასთან თანამშრომლობა უნდა გაწყვიტონ. იგი მხოლოდ ფულზე ფიქრობს“.

„ჩემი აზრით მანჩესტერს მასთან მოლაპარაკებების წარმოება არ სჭირდება. იგი პოგბას ტრანსფერის გაჩარხვას მაინც თავად შეეცდება და გამოსასყიდი თანხის პროცენტს დაიტოვებს. რაიოლას ასეთი სტილი აქვს“.

ნევილის დასძენს, რომ მისი აზრით პოგბას ნეგატიური დამოკიდებულება სწორედ რაიოლას დამსახურებაა. ინგლისელი უკანახაზელი თვლის, რომ დროა „წითელი ეშმაკები“ საქმეში ჩაერიონ და ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერს წერტილი დაუსვან. ზუსტად ისე, როგორც ამას ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონი აკეთებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები