Aa
Aa

"ვულვზი" VS "ჩელსი" - 7 გოლიანი სპექტაკლი ლონდონელთა გამარჯვებით დასრულდა

პრემიერლიგის მე-5 ტურში ფრენკ ლამპარდის „ჩელსი“ „ვულვზს“ ესტუმრა და ბევრისთვის მოულოდნელად 5:2 გაიმარჯვა.

მატჩის უდაოდ საუკეთესო მოთამაშე აბრაჰამი იყო, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა და „არისტოკრატებს“ სეზონში მეორე მატჩი მოაგებინა.

ლამპარდის გუნდს ამ მომენტისთვის 2 მოგება, 2 ფრე და 1 მარცხი აქვს. „ლურჯები“ 8 ქულით მე-6 პოზიციაზე იმყოფებიან, თუმცა ტურის დასრულების შემდეგ, დიდი ალბათობით რამდენიმე საფეხურით დაქვეითდებიან.

„ვულვზი“ ინგლისურ გრანდებთან კარგი თამაშით გამოირჩევა და სწორედ აქედან გამომდინარე „ჩელსის“ ასეთი დამაჯერებელი გამარჯვება ცოტა მოულოდნელი იყო.

3 ქულაზე მეტად ლონდონელებისთვის თამაშის ხარისხია მთავარი, რომელიც მე-5 ტურში საკმაოდ მაღალი დონის იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები