Aa
Aa

ვერატი და პსჟ ახალ კონტრაქტზე შეთანხმებასთან ახლოს არიან

წამყვანი ევროპული გამოცემების ცნობით, მარკო ვერატი და პსჟ ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოს არიან. Calciomercato-ს ინფორმაციით, მხარეები დასკვნით დეტალებზე ლაპარაკობენ და დიდი შანსია, ვერატის ამჟამინდელი ხელფასი თითქმის გაორმაგდეს.

აპენინელი შუახაზელის ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე იქნება გათვლილი და მისი წლიური ღირებულება 13-14 მილიონ ევროს მიაღწევს.

ასევე იწერება ისიც, რომ პარიზელები ტიაგო სილვას შემდეგ კაპიტნის სამკლაურს სწორედ 26 წლის ვერატის დაჰპირდნენ. ბრაზილიელ მცველს მომავალ ზაფხულს კონტრაქტი უსრულდება და ვარაუდობენ, რომ ეს მისთვის „პარკ დე პრენსზე“ გატარებული ბოლო სეზონი იქნება.

მარკო ვერატი პსჟ-ს რიგებში 2012 წელს „პესკარადან“ გადავიდა და კლუბის მაისურით 300-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები