Aa
Aa

ალეგრი: "რონალდუს სხვებისგან სწორედ ეს გამოარჩევს"

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, კრიშტიანუ რონალდუს შესახებ პრესასთან კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტი რონალდუს მენტალურ სიძლიერეს უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ ახალგაზრდა ტალანტის გუნდში აყვანას, 34 წლის კრიშტიანუს დამატებას არჩევდა.

„იგი ძალიან ძლიერი მენტალიტეტით გამოირჩევა. 34 წლისაა, უამრავი ჩემპიონატი, ევროპული ტიტული და „ოქროს ბურთი“ აქვს მოგებული, თუმცა მაინც ახერხებს, რომ საჭირო მოტივაცია მონახოს, რათა საკუთარი უმაღლესი სათამაშო დონე შეინარჩუნოს. სხვებისგან სწორედ ეს გამოარჩევს.

რა თქმა უნდა, ტექნიკა ფუნდამენტალური უნარია, რომელსაც შეუძლია, წლების განმავლობაში უდიდეს ფეხბურთელად დაგტოვოს, მაგრამ განსხვავება მენტალიტეტსა და პროფესიონალიზმშია. როგორც მწვრთნელი, საკუთარ გუნდში ახალგაზრდა ტალანტის აყვანას, 34 წლის რონალდუს დამატებას ვარჩევდი, თანაც ამაზე არც დავფიქრდებოდი“.

ალეგრის რონალდუსთან მუშაობა 1 სეზონის განმავლობაში მოუწია და მასთან ერთად იტალიის სერია A მოიგო. 52 წლის სპეციალისტი ამჟამად ისვენებს და როგორც თავად ამბობს, ფეხბურთში დაბრუნებას მომავალი სეზონისთვის განიხილავს. ალეგრი რამდენიმე კვირის წინ „სან სიროზე“ გამართულ „მილანისა“ და „ბრეშას“ შეხვედრას ადრიანო გალიანისთან ერთად დაესწრო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები