Aa
Aa

1.2 მილიარდიანი პროექტი - განახლებული "სან სიროს" ბედი 10 ოქტომბრამდე გადაწყდება

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, დიდი ალბათობით, „მილანისა“ და „ინტერის“ ახალ სტადიონს იგივე კომპანია ააშენებს, რომელმაც გასულ წელს „ტოტენჰემის“ არენის მშენებლობა დაასრულა.

ამერიკული კომპანია Manica-Progetto CMR-ი ბაზარზე 35 წელზე მეტია ფიგურირებს და 3000-ზე მეტი პროექტის შემსრულებელია. მას „დეზების“ სტადიონის გარდა, ისეთი ცნობილი პროექტები ეკუთვნის, როგორიც „არსენალის“ არენა - „ემირეითს სთედიუმი“ და ლისაბონის „ბენფიკას“ სტადიონი - „და ლუჟია“. კომპანია იტალიაშიც მუშაობს და ამჟამად „კალიარის“ ახალ არენას უშენებს, რომელიც მომავალ წელს უნდა გაიხსნას.

Gazzetta-ს თქმით, „სან სირო“ დაინგრევა და ამავე ტერიტორიაზე ახალი სტადიონი აშენდება, რომელიც 1.2 მილიარდიანი პროექტის ნაწილი იქნება. აღნიშნული პროექტი ურბანულ რაიონს მოიცავს, რომელშიც საცხოვრებელი სივრცე, შოპინგ და სპორტული ცენტრები, სასტუმრო, კონვენციის ცენტრი და ორი საოფისე ფართებისთვის განკუთვნილი მაღალი შენობა განლაგდება.

მილანური გრანდები ამ საკითხზე საბოლოოდ, წესით, 24 სექტემბრამდე შეთანხმდებიან, რის შემდეგაც ქალაქ მილანის მერთან შეხვედრა მოუწევთ. პროექტის ოფიციალურად გაფორმების ვადა 10 ოქტომბრამდეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები