ლობჟანიძე:''გაბრაზებული არ ვარ, მაგრამ გული დამწყდა''
Aa
Aa

ლობჟანიძე:''გაბრაზებული არ ვარ, მაგრამ გული დამწყდა''

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და დანიური ''რანდერსის'' შემტევი საბა ლობჟანიძე დანიურ გაზეთთან საუბარში აღიარებს, რომ იმედგაცრუებულია. 24 წლის ფეხბურთელი გაბრაზებული არაა, თუმცა ''რანდერსში'' დარჩენის გამო გული წყდება.

ქართველი მოთამაშე amtsavisen-ს ესაუბრა.

საბა ლობჟანიძე:''გაბრაზებული არ ვარ, თუმცა იმედგაცრუებული ვიყავი, როცა გაირკვა, რომ ჩემი ტრანსფერი არ შედგებოდა, თუმცა მე მიყვარს ფეხბურთი და არ აქვს მნიშვნელობა სად ვითამაშებ ''რანდერსში,'' ''ბრონდბიუში'' თუ სხვა გუნდში. მეც გავიგე  ''ბრონდბიუსთან'' დაკავშირებით, მხოლოდ იმის თქმა  შემიძლია, რომ მომწონს ''ბრონდბიუ,'' ის დიდი კლუბია.''

ლობჟანიძეს კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულში ეწურება, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დაინტერესებულ კლუბს ქართველის გადასაბირებლად სატრანსფერო თანხის გადახდა არ მოუწეს.

თბილისის ''დინამოსა'' და საჩხერის ''ჩიხურას'' ყოფილი ფეხბურთელი დანიურ კლუბში მესამე სეზონს ატარებს. მიმდინარე სეზონის სუპერლიგაში მის ანგარიშზე 8 მატჩში 4 გოლი და 1 საგოლე პასია.

საბა ლობჟანიძემ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, შვეიცარიასთან სადებიუტო შეხვედრის შემდეგ დანიის ნაკრებს სტუმრად ''პარკენზე'' გაუტანა. დანიასთან საპასუხო მატჩში ლობჟანიძეს არ უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები