Aa
Aa

არიგო საკი კლოპსა და გუარდიოლას აქებს

ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი, არიგო საკი პრემიერ ლიგის წამყვანი კლუბების მთავარი მწვრთნელებით აღფრთოვანებულია. „ნისლიან ალბიონზე“ იურგენ კლოპი და პეპ გუარდიოლა მუშაობენ. საფეხბურთო სამყარო ამ დუეტს ხშირად არიგო საკის ადარებს ხოლმე, თუმცა თავად იტალიელი თვლის, რომ მისმა კოლეგებმა ფეხბურთი უფრო მაღალ დონეზე აიყვანეს.

„მათი საფეხბურთო ფილოსოფია ჩემსას ძალიან ჰგავს. ჩემმა მილანმა საფეხბურთო სამყაროში სიახლე შეიტანა და გუარდიოლასა და კლოპის გუნდები ზუსტად იგივეს აკეთებენ“.

როგორც მოგეხსენებათ იურგენ კლოპმა ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ თავის შეგირდებს ემოციურად მიმართა და განუცხადა, რომ მათ გამარჯვებისთვის ყველაფერი უნდა გაიღონ. საკი თვლის, რომ ეს მისი ფილოსოფიის გამოძახილია.

„ჩემს წიგნში კლოპის სიტყვების მსგავს ბევრ ფრაზას იპოვით. ყოველთვის მიყვარდა ფეხბურთელებში მაქსიმუმზე მეტის გაკეთების სურვილი გამეღვიძებინა“.

„კლოპი და გუარდიოლა ჩემნაირად ფიქრობენ. ჩვენი, როგორც მთავარი მწვრთნელების ვალდებულებაა ხალხმა ფეხბურთით ისიამოვნოს. პირადად მე მათი გუნდების თამაშის ხილვით დიდ სიამოვნებას ვიღებ“.

„პრემიერ ლიგის მთავარი პრობლემა ის გახლავთ, რომ კლუბებს ძალიან დატვირთული კალენდარი აქვთ და დიდი კონკურენციის დაძლევა უწევთ. ინგლისის ნაკრები წარმატებას ალბათ ამიტომ ვერ აღწევს".

„მინდა ორიოდე სიტყვა არსენ ვენგერის შესახებაც ვთქვა. იგი შესანიშნავი სპეციალისტია, რომელმაც ინგლისურ ფეხბურთში რევოლუცია მოახდინა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები