მიხაილოვიჩის მდგომარეობა გაუმჯობესდა
Aa
Aa

მიხაილოვიჩის მდგომარეობა გაუმჯობესდა

იტალიური "ბოლონიას" მთავარი მწვრთნელი, სინიშა მიხაილოვიჩი, ქიმიოთერაპიის კურსის მეორე ეტაპის გასავლელად ჰოსპიტალში გამოცხადდა. პირველადი შემოწმების შემდეგ ექიმებმა მიხაილოვიჩის მდგომარეობა დადებითად შეაფასეს.

მკურნალობის პირველმა ნაწილმა შედეგი გამოიღო და მედიკოსების თქმით, პაციენტის ამჟამინდელი მდგომარეობა არა - უბრალოდ კარგი, არამედ ძალიან კარგია. 

ლეიკემიის მკურნალობის კურსის პირველი ეტაპი, რომელიც მიხაილოვიჩს ჩაუტარდა, 43 დღე გაგრძელდა, ამიერიდან კი ლეგენდარულ სერბს რეაბილიტაციის კიდევ ერთი ნაწილი ელის. 

სინიშა მიხაილოვიჩს ლეიკემია ივლისის დასაწყისში დაუდგინეს, თუმცა დადებითი ამბავია, რომ დაავადება ადრეულ სტადიაზეა აღმოჩენილი, რაც ყველაფრის დადებითი შედეგით დასრულების ალბათობას ზრდის.

შეგახსენებთ, რომ მიხაილოვიჩის "ბოლონიას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე რჩება და მან გუნდს სერია A-ს პირველ ორ ტურში სათადარიგოთა სკამიდან უხელმძღვანელა კიდეც - "როსობლუმ" ჯამში 4 ქულა მოიპოვა. უკვე დადასტურებულია ის საკითხი, რომ იტალიის ჩემპიონატის მე-3 ტურში მიხაილოვიჩი "ბოლონიასთან" ერთად არ იქნება, თუმცა ეს პირველ ტურშიც ასე უნდა ყოფილიყო...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები