3X3 კლათბურთში ევროპის ჩემპიონები გამოვლინდნენ
Aa
Aa

3X3 კლათბურთში ევროპის ჩემპიონები გამოვლინდნენ

3X3 U18 ევროპის თასის გათამაშება დასრულდა. ტურნირი, რომელსაც თბილისმა პირველად უმასპინძლა, ლიეტუვისა და ესპანეთის გამარჯვებით დასრულდა. სწორედ ამ ქვეყნებმა მოიპოვეს ჩემპიონატის ოქროს მედლები: ვაჟებშილიეტუვამ, ხოლო გოგონებშიესპანეთმა. 

ევროპის თასის დასკვნით დღეს გაიმართა პლეიოფის შეხვედრები, რომლებიც საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. რამდენიმე მატჩში გამარჯვებულის გამოვლენას დამატებითი დრო დასჭირდა. პლეიოფის მატჩები წარმატებით დაძლიეს და ფინალში გავიდნენ ესპანეთისა და გერმანიის გოგონათა ნაკრებები, ხოლო ვაჟებში საჩემპიონო შეხვედრაში ასპარეზობის უფლება ლიეტუვამ და საფრანგეთმა მოიპოვეს. 

ორივე ფინალურ მატჩში რიყის პარკში შეკრებილმა მაყურებელმა უშეღავათო ბრძოლა იხილა. თავდაპირველად ჩემპიონი გოგონებში გამოვლინდა. ესპანეთმა დაძაბულ ბრძოლაში 17:16 დაამარცხა გერმანიის ნაკრები, ხოლო ვაჟთა ფინალში ლიეტუვამ საფრანგეთს 21:14 მოუგო. 

დაჯილდოების ცერემონიალმა სავსე ტრიბუნებისა და მაყურებელთა ოვაციების ფონზე საკმაოდ ემოციურად და შთამბეჭდავად ჩაიარა. ღონისძიება პრიზების გადაცემით და ულამაზესი საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა. ტურნირის გამარჯვებულები და პრიზიორები დააჯილდოეს ფიბა-ევროპის აღმასრულებელმა დირექტორმაკამილ ნოვაკმა, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმაპაატა გურასპაულმა და გენერალურმა მდივანმაგიორგი ქართველიშვილმა, ასევე 3X3 კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმაგიგა გურგენიძემ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები