84 წლის ქალის მკვლელობა - კავაი ლეონარდის და დააკავეს
Aa
Aa

84 წლის ქალის მკვლელობა - კავაი ლეონარდის და დააკავეს

NBA-ს ვარსკვლავის კავაი ლეონარდის და ძარცვისა და მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

38 წლის კიმეშა უილიამსმა 31 აგვისტოს კალიფორნიის ერთ-ერთ კაზინოში 84 წლის ქალბატონი სცემა. მასთან ერთად მისი თანამზრახველიც იმყოფებოდა, რომელიც ასევე დაკავებულია.

კიმეშა და მისი თანამზრახველი ხსენებულ ქალბატონს საპირფარეშოში შეყვნენ და მას თავის არეში რამდენიმე მძიმე დარტყმა მიაყენეს. ეს ყველაფერი მსხვერპლისთვის ჩანთის წართმევით დასრულდა.

ხსენებული ინციდენტის შემდეგ 84 წლის ქალბატონი 5 დღეში გარდაიცვალა. დაკავებულ კიმეშა უილიამსს გირაოთი განთავისუფლებასა და 1 მილიონ დოლარზე უარი ეთქვა.

ამრიგად, NBA-ს მოქმედი ჩემპიონისა და გასული სეზონის ფინალების MVP-ის და გამოუვალ მდგომარეობაშია. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები