“იუვენტუსის“ ოცნება! რა შესთავაზა „ბიანკონერიმ“ პსჟ-ს ნეიმარის სანაცვლოდ?
Aa
Aa

“იუვენტუსის“ ოცნება! რა შესთავაზა „ბიანკონერიმ“ პსჟ-ს ნეიმარის სანაცვლოდ?

ტურინის „იუვენტუსს“ ამ ზაფხულს ვარსკლავური დუეტის შექმნა სურდა. „ბიანკონერის“ ამოცანა ნეიმარის ტრანსფერის გაჩარხვა გახლდათ. ბრაზილიელი ფეხბურთელი „პარკ დე-პრენსის“ დატოვებაზე იყო ორიენტირებული და მისი საკუთარ რიგებში ხილვით „რეალთან“ და „ბარსელონასთან“ ერთად „იუვენტუსიც“ ინტერესდებოდა.

გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემა BBC-მ ის წინადადება გაასაჯაროვა, რომლითაც „ბებერმა ქალბატონმა“ „პარი სენ-ჟერმენს“ მიმართა. იტალიური გრანდი მზად იყო ბრაზილიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაეხადა და „პარკ დე-პრენსის“ ბინადრებისთვის პაულო დიბალა დაეთმო.

BBC-ის ცნობით პარიზელები ფინანსურ მხარეზე იყვნენ ფოკუსირებულები და უარი სწორედ ამიტომ განაცხადეს. პსჟ-ს დიდი რაოდენობით ფულის მიღება სურდა და ტრანსფერში დიბალას ჩართვა მათ დასაყოლებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.

უცხოური პრესა იუწყებოდა, რომ დიბალას ტრანსფერს დომინოს ეფექტი ექნებოდა, თუმცა მათი პროგნოზი არ გამართლდა. არგენტინელი ფეხბურთელი „იუვენტუსში“ დარჩა და ტურინულ გრანდთან ერთად წარმატების მიღწევას შეეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები