ბეილი:
Aa
Aa

ბეილი: "ახლა უფრო ძლიერი ვარ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ"

მადრიდის "რეალის" სუპერვარსკლავმა, გარეტ ბეილმა ზაფხულში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით დუმილი დაარღვია. როგორც მოგეხსენებათ უელსელი ფეხბურთელი ჩინეთში გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა ბოლო მომენტში გარიგება ჩაიშალა.

30 წლის შემტევმა აღიარა, რომ ვითარება იდეალური არ ყოფილა, მაგრამ მის კარიერაში ყველაზე რთულს ნამდვილად ვერ უწოდებს.

"შექმნილ სიტუაციაზე ჩემზე დიდად არ უმოქმედია. კრიტიკოსებს ყურადღებას არ ვაქცევ, რადგან მათ წარმოდგენა არ აქვთ რაზე ლაპარაკობენ. 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ არ იციან რაზე საუბრობენ".

"ზაფხულში გუნდში დაბრუნების შემდეგ მუშაობა გავაგრძელე და თავდაუზოგავად ვშრომობდი. ახლა უფრო ძლიერი ვარ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ".

"ყველაფერი, რაც მოხდა კლუბის შიდა სამზარეულოა. თუ პასუხების მიღება გსურთ რეალის ხელმძღვანელებს დაუსვით კითხვები".

"იდეალური სიტუაცია არაა, მაგრამ ასეთ მდგომარეობაში ადრეც ვყოფილვარ. ვიცი პრობლემები როგორ უნდა გადავჭრა".

შეგახსენებთ, რომ ბეილმა "რეალის" სამივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 16 მარტის შემდეგ "სამეფო კლუბის" მაისურით პირველი გოლიც შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები