სუარესი:
Aa
Aa

სუარესი: "ნეიმარს დაბრუნება სურდა, ის ამისთვის ყველაფერს აკეთებდა"

„ბარსას“ ურუგვაელმა ცხრიანმა ლუის სუარესმა გუნდის ირგვლივ არსებულ აქტუალურ თემებზე ისაუბრა.

„ელ პისტოლერო“ ნეიმარის, ანსუ ფატისა და გრიზმანის შესახებ საუბრობს.

„დიახ ჩვენ ჩატში ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე, თუმცა ბოლო დროს ეს იშვიათად ხდებოდა, რადგან ის რთულ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ჩვენც მას პატივს ვცემდით.

ნეიმარმა თავის დროზე გადაწყვიტა, რომ მისთვის წასვლა ყველაზე კარგი ვარიანტი იყო, ამჯერად კი ანალოგიურად გადაწყვიტა, ოღონდ პირიქით და მას უკან დაბრუნება სურდა, ის ამისთვის ყველაფერს აკეთებდა. ეს რთული მომენტი იყო, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა ამ ყველაფერში ძალიან გვეხმარებოდა.

რაც შეეხება გრიზმანს, მან იდეალური გადაწყვეტილება მიიღო. ხალხი საუბრობს და ხედავს მხოლოდ იმას რაც გარედან ჩანს. სინამდვილეში აქ ყოფნა ძალიან რთულია. ჩვენ ყველანი ერთნი და ვართ და გვჯერა, რომ გაუმჯობესება შეგვიძლია.

ანსუ ფატი ჩვენთან სავარჯიშოდ სადებიუტო მატჩამდე ერთი დღით ადრე მოვიდა. მისი თავდაჯერებულობითა და ასაკით ყველანი გაოცებულები ვიყავით. დაძაბულობის მოსახსნელად და თავის უფრო კომფორტულად გრძნობისთვის მას ვეხუმრებოდით“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები