Aa
Aa

"უმჯობესია მოწყენილ ნეიმართან ერთად ვითამაშოთ, ვიდრე"...

ნეიმარის სატრანსფერო საგა ოფიციალურად დასრულდა. ბრაზილიელმა სუპერვარსკლავმა მიზანს ვერ მიაღწია და „პარკ დე-პრენსზე“ კიდევ რამდენიმე თვის გატარება მოუწევს.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას „ნეის“ შესახებ ყოველდღიურად იწერებოდა. უცხოური პრესა მას „ბარსელონას“ რიგებში გადასვლას უწინასწარმეტყველებდა, თუმცა ეს პროგნოზი არ გამართლდა.

„პარი სენ-ჟერმენმა“ ყველა წინადადებაზე უარი თქვა და 27 წლის ფეხბურთელს სხვა გზა უბრალოდ აღარ აქვს! მან პარიზული გრანდის მაისური კიდევ უნდა მოირგოს.

RMC Sport ნეიმარის საპნის ოპერის დასრულების შემდეგ საინტერესო სტატიას აქვეყნებს და აცხადებს, რომ პსჟ-ს ფეხბურთელებსა და პერსონალს გაუხარდათ, როცა გაიგეს, რომ ბრაზილიელი „პარკ დე-პრენსზე“ დარჩა.

ფრანგული გამოცემა კლუბში მომუშავე ერთ-ერთი პირის კომენტარსაც აქვეყნებს: „ნეიმარის დარჩენა პარი სენ-ჟერმენის პროექტისთვის საჭირო იყო, თუმცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ისაა, რომ ბარსელონა არ გავაძლიერეთ. უმჯობესია მოწყენილ ნეიმართან ერთად ვითამაშოთ, ვიდრე ფორმაში მყოფი ნეიმარის წინააღმდეგ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები