Aa
Aa

"ლევერკუზენი" ვერტონგენის გადაბირებას ცდილობს

"ლევერკუზენი" აპირებს იან ვერტონგენის გარშემო შექმნილი სიტუაციით ისარგებლოს და ბელგიელი ფეხბურთელის გადაბირებაზე ფიქრობს. 32 წლის უკანახაზელს პრემიერ ლიგის წლევანდელ გათამაშებაში ჯერჯერობით არცერთ შეხვედრაში მიუღია მონაწილეობა და სავარაუდოდ ვითარება არც უახლოეს მომავალში შეიცვლება.

ვერტონგენს ლონდონურ კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და ახალი ხელშეკრულების გაფორმებას არ გეგმავს. შესაბამისად დიდი შანსია "დეზები" მის გასხვისებას დათანხმდნენ.

Kicker-ის მიხედვით "ლევერკუზენში" თვლიან, რომ ვერტონგენი ტოპ კლასის ფეხბურთელია, რომელიც მათ გუნდს იდეალურად მოერგება. გერმანული გამოცემის მიხედვით "ფარმაცევტები" წინადადებას ამზადებენ და რამდენიმე საათში "ტოტენჰემს" შეთავაზებას გაუკეთებენ.

ბრიტანული პრესა იტყობინება, რომ ვერტონგენი მაურისიო პოჩეტინოს სამომავლო გეგმებში არ შედის და ბელგიელის ბედი იმ წინადადებაზე იქნება დამოკიდებული, რომელსაც "ლევერკუზენი" მოამზადებს.

მსგავსი სიახლეები