Aa
Aa

ლოვრენი არ გამოვიდა, "რომაში" სმოლინგს ელოდებიან

„ლივერპულმა“ „რომას“ წინადადება უარყო და იტალიელებს დეიან ლოვრენის ტრანსფერზე უარი უთხრა. მერსისაიდელები რომაელთა შეთავაზებულმა პირობებმა ვერ მოხიბლა.

იტალიური პრესის ცნობით, ამ ყველაფრის შემდეგ „ჯალოროსი“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუკავშირდა და კრის სმოლინგის იჯარაზე სიტყვა ჩამოუგდო, რაზეც ინგლისელები უარს, როგორც ჩანს, არ ამბობენ.

Sky Sport Italia-ს თქმით, „გლადიატორები“ სმოლინგს 1-წლიანი მშრალი იჯარით აიყვანენ, რისთვისაც „წითელი ეშმაკები“ 3 მილიონ ევროს მიიღებენ. გამოცემის მიხედვით, რომში გადასვლაზე თანხმობა თავად სმოლინგმაც განაცხადა. 29 წლის უკანახაზელს იტალიის დედაქალაქში უახლოეს საათებში ელოდებიან.

კრის სმოლინგი მანჩესტერელთა მაისურით 2010 წლიდან თამაშობს, იგი ინგლისის ეროვნული ნაკრების წევრია და ქვეყნის მთავარი გუნდის ღირსება 31 შეხვედრაში დაუცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები