Aa
Aa

რონალდუ: "იმედია, "ატლეტიკოს" ფანები პროვოკაციას აღარ მომიწყობენ"

კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგის წილისყრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი იმედს გამოთქვამს, რომ „ატლეტიკოს“ ფანები პროვოკაციას აღარ მოუწყობენ. „იუვეს“ ლიდერს ჩემპიონთა ლიგის ფავორიტების შესახებაც ჰკითხეს, რაზეც მან საინტერესო განცხადება გააკეთა.

„იმედი მაქვს, მათი ფანები შეძახილებით, რომელთაც სპორტთან არანაირი კავშირი არ აქვთ, ჩემ პროვოცირებას აღარ შეეცდებიან. ეს „ატლეტიკოსთან“ კიდევ ერთი დაპირისპირებაა და ყველამ კარგად ვიცით, რომ მათ დიდი გუნდი ჰყავთ, რომელსაც კარგად ვიცნობ, რადგან „რეალში“ დიდი ხნის განმავლობაში ვთამაშობდი.

ყველა გუნდი საგრძნობლად გაძლიერდა და მათ გამარჯვება სურთ, თუმცა ჩემპიონთა ლიგა ყველაზე რთულად მოსაგები ტურნირია. ფავორიტებად „რეალი“, „სიტი“ და „ბარსელონა“ მიმაჩნია, თუმცა იმედია, ტიტული „იუვენტუსს“ დარჩება. ჩვენ რამდენიმე უმაღლესი დონის ფეხბურთელი დავიმატეთ, ძლიერი გუნდი და კარგი მწვრთნელი გვყავს. ასე რომ, იმედია, ეს ჩვენთვის წარმატებული წელი იქნება.

რთულ ჯგუფში მოვხვდით, თუმცა ჩვენ „იუვენტუსი“ ვართ, რაც თავდაჯერებას გვმატებს და ტურნირის დაწყებას მოუთმენლად ველით“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები