Aa
Aa

ნავასი პსჟ-ში და არეოლა "რეალში"?

გავლენიანი ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით მადრიდის „რეალი“ და „პარი სენ-ჟერმენი“ მოლაპარაკებებს აწარმოებენ და კეილორ ნავასის ტრანსფერს განიხილავენ.

კოსტა-რიკელმა გოლკიპერმა რამდენიმე დღის წინ გუნდიდან წასვლა ოფიციალურად მოითხოვა და მისი გასხვისების წინააღმდეგი არც „ბლანკოსი“ გახლავთ.

AS-ის ცნობით ნავასმა „პარკ დე პრენსის“ ბინადრებთან შეთანხმებას უკვე მიაღწია და ტრანსფერს წინ პრაქტიკულად არაფერი უდგას. 32 წლის გოლკიპერი პარიზში გადასვლის შემდეგ ანაზღაურების სახით 7 მილიონ ევროს მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ შესაძლოა პსჟ-მ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ალფონსო არეოლა გაუშვას, რომელიც „რეალში“ სათადარიგო მეკარის ფუნქციებს შეითავსებს. ფრანგული გამოცემები კი დასძენენ, რომ კეილორ ნავასი „პარი სენ-ჟერმენში“ ძირითადი კიპერის როლს მოირგებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები