Aa
Aa

"ნაპოლი" იკარდის პასუხს ელოდება! "პარტენოპეი" გადაწყვეტილებას პარასკევს მიიღებს

კარლო ანჩელოტის „ნაპოლი“ ხავსს ეჭიდება და მაურო იკარდის გადაბირების იმედს არ კარგავს. Sky Sport Italia და Sportitalia-ს ინფორმაციით „პარტენოპეი“ არგენტინელს პარასკევამდე დაელოდება და თუ არაფერი შეიცვალა, ფერნანდო ლორენტეს გაიფორმებს.

„ინტერი“ ყველაფერს აკეთებს, რათა სამხრეთ ამერიკელმა „ჯუზეპე მეაცა“ დატოვოს. „ნერაძურიმ“ იკარდის შეატყობინა, რომ მისი შენარჩუნება კლუბის ინტერესებში არ შედის და 2019-20 წლების სეზონში სათამაშო დროს ვერ მიიღებს, თუმცა არგენტინელი პოზიციას მაინც არ იცვლის.

„ნაპოლი“ თანახმაა მაურიტოს სანაცვლოდ 65 მილიონი ევრო გადაიხადოს და 26 წლის თავდამსხმელს ხელფასის სახით 8 მილიონ ევროს სთავაზობს, თუმცა მის დაყოლიებას ვერ ახერხებს.

ჯანლუკა დი მარციოს ცნობით პარასკევს „პარტენოპეის“ წარმომადგენლები ლორენტეს აგენტს შეხვდებიან და თუ მანამდე იკარდის თანხმობა არ ექნებათ, სწორედ ესპანელ შემტევს გაიფორმებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები