Aa
Aa

რივალდოს ზიდანის სჯერა! - "რეალი პროგრესს აუცილებლად მიაღწევს"

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, რივალდო დარწმუნებულია, რომ უახლოეს მომავალში ზინედინ ზიდანის „რეალი“ პროგრესს მიაღწევს. გასულ უქმეებზე „სამეფო კლუბმა“ პირველი ქულები დაკარგა და „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „ვალიადოლიდის“ დამარცხება ვერ მოახერხა.

მიუხედავად ამისა რივალდო თვლის, რომ „ზიზუს“ დაბრუნება საკმარისი იქნება და „ბლანკოსი“ უკეთესი გუნდი აუცილებლად გახდება.

„ჩემი აზრით ვალიადოლიდთან დაფიქსირებული შედეგი კლუბსა და მის გულშემატკივრებს პანიკის საფუძველს არ აძლევს. ბოლოს და ბოლოს ლა ლიგა ახლახანს დაიწყო და თან ბარსელონამ პირველი შეხვედრა წააგო“.

„პრობლემებზე საუბარი შეგვიძლია მეათე ტურის შემდეგ დავიწყოთ, თუ რა თქმა უნდა რეალმა პროგრესი არ აჩვენა“.

„ზინედინ ზიდანი გუნდის დალაგების პროცესშია და სულ მალე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. რეალი ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის დასასაკუთრებლად იბრძოლებს, მაგრამ არ მგონია ამ ზაფხულს კიდევ ერთი ტრანსფერი განახორციელოს“.

შეგახსენებთ, რომ „სამეფო კლუბს“ ნეიმარს უკავშირებდნენ, თუმცა „პარი სენ-ჟერმენმა“ ბრაზილიელი სუპერვარსკლავის სანაცვლოდ ვინისიუსი მოითხოვა, რაც გადაუჭრელ პრობლემად იქცა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები