ჩემპიონთა ლიგა 2019-2020 - 32-ვე გუნდის ვინაობა ცნობილია!
Aa
Aa

ჩემპიონთა ლიგა 2019-2020 - 32-ვე გუნდის ვინაობა ცნობილია!

ჩემპიონთა ლიგის ყველა (32) მონაწილის ვინაობა ცნობილია. დარჩენილი 3 საგზური, რომელიც გასათამაშებელი იყო, „აიაქსმა“, „ბრიუგემ“ და პრაღის „სლავიამ“ მოიპოვეს.

ამსტერდამელებმა საკუთარ კედლებში „აპოელს“ ალვარესისა და ტადიჩის გოლებით 2:0 სძლიეს.

„ბრიუგემ“ კი შინ ავსტრიულ „ლინცს“ 2:1 მოუგო და ორი მატჩის ჯამში 3:1 გაიმარჯვეს.

პრაღის „სლავიამ“ კი „კლუჟს“ უმასპინძლა და პირველი შეხვედრის მსგავსად ამჯერადაც 1:0 დაამარცხა.

წილისყრა დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები