Aa
Aa

"სოსიედადი" ნაჩო მონრეალს უმიზნებს

სან სებასტიანის „რეალ სოსიედადი“ ნაჩო მონრეალის ტრანსფერზე აქტიურ მუშაობას აგრძელებს და დასკვნითი დეტალების მაქსიმალურად მოკლე ვადაში მოგვარებას ცდილობს. ბასკებს იმედი აქვთ, რომ ფეხბურთელს უახლოეს ორ დღეში გაიფორმებენ და უქმეებზე ლა ლიგის მატჩშიც ათამაშებენ.

„სოსიედადი“ 33 წლის მცველს 2+1 სისტემის კონტრაქტს სთავაზობს, თავად ნაჩო კი ტრანსფერის წინააღმდეგი არაა, უბრალოდ მისი გაშვების პერსპექტივა „არსენალს“ დიდად არ ხიბლავს, თუმცა არც მთლად ტრანსფერის წინააღმდეგ წასვლას აპირებს.

უნაი ემერიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ნაჩო მისი გუნდისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა, მაგრამ თუკი მისი სურვილი იქნება, შეუძლია, კლუბი დატოვოს.

ნაჩო მონრეალი „არსენალში“ 2013 წელს გადავიდა და „მეთოფეთა“ მაისურით 250-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები