Aa
Aa

"მანჩესტერი" და "ინტერი" შეთანხმდნენ! სანჩესი მილანში დღეს ჩაფრინდება

Sky Sports-ის ინფორმაციით "მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ინტერმა" ალექსის სანჩესის იჯარის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ჩილელი ფეხბურთელი "ნერაძურის" რიგებში ერთ წელიწადს გაატარებს და სეზონის ბოლოს იტალიურ გრანდს მისი გამოსყიდვის უფლება არ ექნება.

ბრიტანული პრესის ცნობით "ინტერი" სანჩესის ხელფასის ნაწილს დაფარავს და კერძოდ 5 მილიონ ევროს გადაიხდის. ჩილელი ფეხბურთელი მილანში დღეს ჩაფრინდება და სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

"მანჩესტერს" სურდა 30 წლის შემტევი სავალდებული იჯარით გაეშვა, თუმცა "ნერაძური" კატეგორიულ უარზე იყო და იტალიელებმა თავისი მაინც გაიტანეს.

"წითელი ეშმაკები" თავის დროზე ჩილელ შემტევზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, თუმცა მთავარი მწვრთნელის პოსტზე სულშერის დანიშვნის შემდეგ, სანჩესს სათამაშო დრო პრაქტიკულად არ ეძლევა. ოლე გუნარის ხელმძღვანელობით, მან მხოლოდ 16 შეხვედრა ჩატარა და ერთადერთი გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები