Aa
Aa

ვერნერმა "ლაიფციგთან" გაახანგრძლივა

გერმანული „ლაიფციგის“ 23 წლის თავდამსხმელმა, ტიმო ვერნერმა, საქსონიელებთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც „რედ ბულ არენაზე“ 2023 წლის ზაფხულამდე უნდა დარჩეს.

ახალგაზრდა ფორვარდს ლაიფციგელებთან ხელშეკრულება მომავალი წლის ივნისში უსრულდებოდა, ამიერიდან კი მან თანხმობა განაცხადა, რომ ჯულიან ნაგელსმანის ფორმაციის „ლაიფციგის“ მშენებლობაში აქტიური მონაწილეობა მიიღოს.

პრესაში გამუდმებით იწერებოდა, რომ ვერნერნი კარიერას „ბაიერნში“ გააგრძელებდა, რაზეც ფეხბურთელიც თანახმა გახლდათ, თუმცა „რეკორდმაისტერმა“ მისი შეძენისგან თავი შეიკავა.

„ლაიფციგმა“ ბუნდესლიგის ახალი გათამაშება კარგად გახსა და საწყისი ორივე შეხვედრა მოიგო, თავად ვერნერმა კი 2 გოლის გატანა შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები