Aa
Aa

პსჟ-ში პრობლემებია. მბაპემ და კავანიმ ტრავმა მიიღეს

„პარი სენ-ჟერმენმა“ ლიგა 1-ის წლევანდელ გათამაშებაში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ტომას ტუხელის გუნდმა „პარკ დე-პრენსზე“ „ტულუზა“ 4-0 გაანადგურა, თუმცა სამი ქულა ძვირად დაუჯდა.

შეხვედრის მე-14 წუთზე ურუგვაელმა თავდამსხმელმა, ედინსონ კავანიმ ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია. პირველი ტაიმის ბოლოს პსჟ-ს თავკაცმა კიდევ ერთი იძულებით ცვლილება გააკეთა და აბდუ დიალოს ნაცვლად ტიაგო სილვა გამოიყვანა. მეორე ნახევარში კი პსჟ-ს სუპერვარსკლავმა, კილიან მბაპემ მყესი დაიზიანა და გერმანელმა სპეციალისტმა ისიც შეცვალა.

მატჩის შემდეგ ტუხელმა კავანისა და მბაპეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და განაცხადა: „ჯერჯერობით არ ვიცით მათი ტრავმა რამდენად სერიოზულია. ამ საკითხთან დაკავშირებით დაწვრილებით ვერაფერს გეტყვით და არც ის ვიცი, ჩემპიონთა ლიგაზე გასამართ შეხვედრას გამოტოვებენ თუ არა. სიმართლე გითხრათ არ ვნერვიულობ, უბრალოდ იმედგაცრუებული ვარ“.

გერმანელმა სპეციალისტმა ნეიმარის საპნის ოპერასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი: „ლეონარდოს მშვენივრად მოეხსსენება, რომ ნეიმარის შენარჩუნება მსურს. ბრაზილიელის მომავალი ბურუსითაა მოცული და ყველაფერს ნათელი მაქსიმალურად სწრაფად უნდა მოეფინოს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები