ბორნმუთი 1:3 მანჩესტერ სიტი - აგუეროს დუბლი, სილვას მე-400
Aa
Aa

ბორნმუთი 1:3 მანჩესტერ სიტი - აგუეროს დუბლი, სილვას მე-400

პრემიერლიგის მე-3 ტურში „მანჩესტერ სიტი“ „ბორნმუთს“ ესტუმრა და დაგეგმილი 3 ქულაც მოიპოვა.

მატჩის მთავარი მოქმედი პირი სერხიო აგუერო გახდა, რომელმაც დუბლის გაფორმება შეძლო.

„კუნმა“ ანგარიში მე-15 წუთზე გახსნა და ამ ამომენტიდან „ქალაქელებს“ უპირატესობა ხელიდან არ გაუშვიათ.

უილსონის ულამაზესმა ჯარიმამ ბევრი ვერაფერი შეცვალა. „სიტის“ მხრიდან თავისი გოლი რაჰიმ სტერლინგმაც გაიტანა, რომელსაც საგოლე გადაცემა დავიდ სილვამ გაუკეთა. ესპანელმა "ქალაქელთა" მაისურით მე-400 მატჩი ჩაატარა.

პრემიერლიგას სათავეში 100%-იანი შედეგით „ლივერპული“ უდგას. „მერსისაიდელებს“ 2 ქულით პეპ გუარდიოლას გუნდი ჩამორჩება. როგორც ჩანს, ჩემპიონობისთვის წელსაც ეს ორი გუნდი იბრძოლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები