Aa
Aa

ლევანდოვსკი "ბაიერნთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს

მიუნხენის „ბაიერნის“ პოლონელი ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი როგორც ჩანს „რეკორდმაისტერში“ კიდევ დიდ ხანს დარჩება.

Mirror-ის ცნობით, ლევანდოსკიმ პრესასთან საუბრისას დაადასტურა, რომ მასსა და კლუბს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ის 95%-ით ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს.

პოლონელი „ბაიერნს“ 2014 წელს „დორტმუნდიდან“ შეუერთდა და მიუნხენელთა მაისურით 246 შეხვედრა ჩაატარა, მის ანგარიშზე 197 გოლია.

ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგის ბომბარდირის ტიტული 22 გოლით გასულ სეზონშიც დაისაკუთრა.

მეორე ტურის შეხვედრაში პოლონელმა „შალკეს“ ჰეთ-თრიკი შეუსრულა და დაგვანახა, რომ მიმდინარე სეზონშიც ჩინებულ ფორმაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები