7 გოლიანი თრილერი ფლორენციაში!
Aa
Aa

7 გოლიანი თრილერი ფლორენციაში! "ნაპოლიმ" "ფიორენტინა" საოცარ შეხვედრაში დაამარცხა

სერია ა საკმაოდ საინტერესოდ და ხმაურიანად დაიწყო. ფლორენციაში „არტემიო ფრანკიზე“ 7გოლიანი თრილერი შედგა - „ფიორენტინა“ „ნაპოლისთან“ შინ 3:4 დამარცხდა.

ფლორენციელები შეხვედრას იგებდნენ, თუმცა ნეაპოლელებმა თავიანთი თამაში იპოვეს და ზედიზედ 2 ბურთის გატანა შეძლეს.

ვინჩენცო მონტელას გუნდმა წონასწორობის აღდგენა მოახერხა და ტაბლოზე 2:2 დააფიქსირა, თუმცა „ნაპოლიმ“ ჩვეულ სტილში კვლავ გაიტანა და "ფიორე" ისევ მდევრის როლში აღმოჩნდა.

ლორენცო ინსინიემ შეხვედრაში დუბლი გაიფორმა, თითოჯერ კი თავი მერტენსმა და კალეხონმა გამოიჩინეს.

მატის მიწურულს „ფიორენტინა“ თერთმეტმეტრიანის დანიშვნას ითხოვდა და არც თუ ისე უსაფუძვლოდაც, თუმცა ვიდეო რეფერიმ ასე არ მიიჩნია და საბოლოოდ 3 ქულა კარლო ანჩელოტის გუნდს დარჩა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები