დრამა და სენსაცია
Aa
Aa

დრამა და სენსაცია "ოლდ ტრაფორდზე" - "მანჩესტერი" "კრისტალ პალასთან" ბოლო წუთზე დამარცხდა!

პრემიერლიგის მე-3 ტურში „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ოლდ ტრაფორდზე“ „კრისტალ პალასთან“ სენსაციურად დამარცხდა.

ოლე გუნარ სულშერის გუნდი ლონდონელებთან 2:3 დამარცხდა და ეს იყო სეზონის პირველი დაკარგული 3 ქულა. მატჩი დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა.

პირველ ნახევარში სტუმრები ჯორდან აიუს გოლით დაწინაურდნენ. 70-ე წუთზე მარკუს რაშფორდს ანგარიშის გათანაბრების შანსი მიეცა, თუმცა პენალტი ვერ გამოიყენა.

„მანკუნიანელებმა“ ანგარიში მაინც გაათანაბრეს, თუმცა მათ ეს 89 წუთზე გააკეთეს. ეფექტური დარტყმის ავტორი 21 წლის დანიელ ჯეიმსი გახდა.

დიდი ძალებით წინ წასული „წითელი ეშმაკები“ 93-ე წუთზე „კრისტალ პალასმა“ კონტრშეტევაზე დაიჭირა და ვან აანჰოლტმა ტურის სენსაციაც გამოაცხო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები