Aa
Aa

"შალკე" VS "ბაიერნი" ისტორია: კობიაშვილის გოლი საუკეთესოდ დასახელდა!

ბუნდესლიგის მე-2 ტურში „შალკესა“ და „ბაიერნის“ მატჩის წინ ბუნდესლიგის ოფიციალურმა ვებ გვერდმა გუნდებს შორის გამართული ისტორიული დაპირისპირებები გაიხსენეს და 10 საუკეთესო გოლი გამოარჩიეს.

სასიხარულო და საამაყო ფაქტია, რომ ხსენებულ სიაში პირველ ადგილას ლევან კობიაშვილის მიერ ოლივერ კანის კარში გატანილი გოლი გავიდა.

ათეულში ლევანდოვსკის, მიულერის, ვიდალის, რაკიტიჩისა და სხვების გამორჩეული გოლები შევიდა, რაც კობიაშვილის აღიარებას კიდევ უფრო საამაყოს ხდის.

რაც შეეხება უშუალოდ „კობის“ შედევრს, ქართველმა ფეხბურთელმა ის 2006 წლის 5 ნოემბერს შექმნა. მატჩი „ფელტინს არენაზე“ გაიმართა და ფრედ 2:2 დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები