Aa
Aa

"ბაიერნი" როკას სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს იხდის

მიუნხენის "ბაიერნს" სატრანსფერო ბაზარზე მუშაობა ჯერ არ დაუსრულებია და რამდენიმე ფეხბურთელის გადაბირებას გეგმავს. ერთ-ერთი მათგანი "ესპანიოლის" ახალგაზრდა ნახევარმცველი მარკ როკაა.

L’Equipe-ის ცნობით "რეკორდმაისტერი" 22 წლის ფეხბურთელის შეძენას აქტიურად განიხილავს და უახლოეს მომავალში მის გამოსასყიდ თანხას, 40 მილიონ ევროს გადაიხდის.

როკამ ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრებში ფენომენალურად იასპარეზა და საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მიიპყრო. "ესპანიოლის" ნახევარმცველს ხშირად აქებენ და წერენ, რომ მას ძლიერი ტექნიკური არსენალი აქვს, თამაშის მიმდინარეობას ჩინებულად აღიქვამს და ლიდერის ფუნქციების შეთავსება კარგად გამოსდის.

როკას კატალონიურ კლუბთან გრძელვადიანი კონტრაქტი აკავშირებს, თუმცა პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ხელშეკრულების ბოლომდე "ესპანიოლში" არ დარჩება. თანაც მისი გადაბირებით მადრიდის "რეალიც" ინტერესდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები