Aa
Aa

"ატლეტიკო" ევერტონის ტრანსფერით დაინტერესდა

მადრიდის "ატლეტიკო" "გრემიოსთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს და ევერტონის შეძენასთან ძალიან ახლოსაა. ამ ინფორმაცია გავლენიანი ესპანური გამოცემა, Marca ავრცელებს.

23 წლის ბრაზილიელმა კოპა ამერიკა შესანიშნავად ჩაატარა და ევროპული გრანდების ყურადღება მიიპყრო. ცოტა ხნის წინ იწერებოდა, რომ ევერტონის გადაბირებით "მილანი" ინტერესდებოდა, თუმცა როგორც ჩანს "როსონერის" ხელი მოეცარა.

ესპანური მასმედიის მიხედვით "ატლეტიკოს" მესვეურები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და დარწმუნებულები არიან, რომ ტრანსფერის გაჩარხვას მოახერხებენ. იმავე Marca-ს ინფორმაციით თუ "როხიბლანკომ" ამ ზაფხულს მიზანს ვერ მიაღწია, მზადაა იანვრამდე მოიცადოს და ბრაზილიელი ფეხბურთელი ზამთარში შეიძინოს.

ევერტონი "გრემიოს" ერთ-ერთი ლიდერია და გუნდის მაისურით ჯამში 58 გოლი აქვს გატანილი. ბრაზილიური კლუბი მის სანაცვლოდ მინიმუმ 40 მილიონ ევროს მოითხოვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები