Aa
Aa

პსჟ დიბალას ტრანსფერზე ყველა დეტალის შეთანხმებას ცდილობს, თუმცა...

CalcioMercato-ს ინფორმაციით პსჟ პაულო დიბალას შესაძენად დეტალებს აგვარებს და ცდილობს არგენტინელი რაც შეიძლება სწრაფად გაიფორმოს.

წყაროს ცნობით, პარიზელთათვის დიბალა ნომერ პირველი სამიზნეა და კლუბი მის გადმოსაბირებლად ძალღონეს არ იშურებს.

რა თქმა უნდა, არგენტინელის ტრანსფერი ნეიმართან პირდაპირ კავშირშია. თუ, ბრაზილიელი წავა პსჟ მას დიბალათი ჩაანაცვლებს.

როგორც ცნობილია, პარიზულმა კლუბმა ნეიმარის მაისურები გაყიდვიდან უკვე ამოიღო. ფეხბურთელი ძირითადად განცალკევებით ვარჯიშობს და მატჩებში მონაწილეობას არ იღებს.

ნასერ ალ ხელაიფის ფინანსურ შესაძლებლობებს, რომ საზღვარი არ აქვს ეს ნეიმარისა და მბაპეს ტრანსფერებმა დაგვანახეს. ასე რომ პარიზელები დიბალას სანაცვლოდ „იუვენტუსს“ საკმაოდ მსუყე წინადადებას მოუმზადებენ, თუმცა ეს ყველაფერი ნეიმარის მომავლის გარკვევის შემდეგ მოხდება.

პსჟ-ს კონკურენციას სავარაუდოდ ლონდონის „ტოტენჰემი“ გაუწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები