მოლაპარაკებები გრძელდება!
Aa
Aa

მოლაპარაკებები გრძელდება! "ინტერისა" და "მანჩესტერის" წარმომადგენლები ხვალ შეხვდებიან

„ინტერი“ ალექსის სანჩესთან დაკავშირებით პოზიციას არ იცვლის და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელის საკუთარ რიგებში ხილვა სურს.

Sky Sport italia, Sportitalia და სხვა გამოცემები იუწყებიან, რომ „ნერაძურისა“ და „წითელი ეშმაკების“ წარმომადგენლებს ხვალ შეხვედრა აქვთ ჩანიშნული, რომელზეც არსებული პრობლემების გადაჭრის გზებს განიხილავენ.

„მანჩესტერი“ თანახმაა 30 წლის ჩილელი იჯარის წესით გაუშვას, მაგრამ „ინტერის“ მიერ გაკეთებული შეთავაზებით უკმაყოფილოა.

სანჩესი „ოლდ ტრაფორდზე“ ყოველწლიურად 15 მილიონ ევროს იღებს. „ნერაძურის“ კი სურს ამ თანხის მხოლოდ ნაწილი, კერძოდ 3 მილიონი ევრო დაფაროს. ბუნებრივია „იუნაიტედი“ ამაზე უარს აცხადებს და ითხოვს მილანურმა გრანდმა ჩილელის ხელფასის მინიმუმ ნახევარი გადაიხადოს.

იტალიური პრესის ცნობით ეს საკითხი სერიოზულ დაბრკოლებას არ წარმოადგენს და მხარეები პრობლემებს სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მოაგვარებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები