სარი
Aa
Aa

სარი "პარმასთან" და "ნაპოლისთან" არ იქნება

ტურინის "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელის, მაურიციო სარის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, მაგრამ იტალიელი სპეციალისტი "ბიანკონერის" "პარმასთან" და "ნაპოლისთან" მატჩებში მაინც ვერ გაუძღვება.

მაურიციო სარიმ გასულ კვირას "იუვეს" რამდენიმე ვარჯიში გააცდინა, რასაც "ტრიესტინასთან" გამართული ამხანაგური მატჩის გამოტოვებაც მოჰყვა. როგორც შემდგომში დადგინდა "ბებერი ქალბატონის" თავკაცს პნევმონია აქვს.

სარის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ტურინელებმა ოფიციალური განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ვკითხულობთ: "დღეს მაურიციო სარიმ ტესტები ჩაიტარა, რომლებმაც აჩვენა, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდა".

"პნევმონიის სრულად დასამარცხებლად მთავარი მწვრთნელი სერია A-ს საწყის ორ შეხვედრას გამოტოვებს, რომლებსაც იუვენტუსი პარმასა და ნაპოლის წინააღმდეგ გამართავს".

"ეს გადაწყვეტილება იტალიელ სპეციალისტს, რომელიც კლუბის ბაზაზე დღესაც მივიდა, საშუალებას მისცემს, რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეს".

შეგახსენებთ, რომ "ვეკია სინიორას" დამრიგებელი აქტიური მწეველია და, როგორც რამდენიმე თვის წინ თავად თქვა, დღეში დაახლოებით 60 ღერ სიგარეტს ეწევა. არსებობს ვარაუდი, რომ ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემები სწორედ ამ მავნე ჩვევას უკავშირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები