Aa
Aa

რაკიტიჩი და ჯანი გუნდებს გაცვლიან? - რა მიზნით ჩავიდა პარატიჩი ბარსელონაში?

კატალონიური Sport-ი ტურინულ Tuttosport-ზე დაყრდნობით წერს, რომ „ბარსელონა“ და „იუვენტუსი“ ივან რაკიტიჩისა და ემრე ჯანის გაცვლის შესახებ ლაპარაკობენ. „ბებერი ქალბატონის“ სპორტული დირექტორი, ფაბიო პარატიჩი, ბარსელონაში იმყოფება და „ბლაუგრანას“ წარმომადგენლებთან რამდენიმე შეხვედრა უკვე გამართა.

ჯერჯერობით უცნობია, განიცადა თუ არა პროგრესი მოლაპარაკებებმა, თუმცა, სავარაუდოა, რომ მხარეებს ნეიმარის სატრანსფერო ციებ-ცხელების დასრულებამდე მოცდა მოუწევთ, რადგან, შესაძლოა, რაკიტიჩი სწორედ იმ გარიგებაში გამოიყენონ.

ასევე არაა გამორიცხული, პარატიჩი ესპანელებს რაკიტიჩი-ჯანის ბარტერის გარდა სხვა თემებზეც დალაპარაკებოდა. მაგალითად, „ბარსას“ ტალანტ ხუან მირანდას - ტურინში, ხოლო დანიელე რუგანის კატალონაში გადასვლაზე. თუმცა, როგორც ბოლო დღეებში დაიწერა, ესპანელთა გეგმებში რუგანის დამატება არ შედის. გაიჟღერა ლუის სუარესის „იუვეში“ შესაძლო ტრანსფერმაც, თუმცა ეს თემა ჯერჯერობით მხოლოდ ჭორის დონეზეა.

ასეა თუ ისე, პარატიჩის ბარსელონაში საქმიანი ვიზიტით ჩასვლა სერიოზული ამბავია, ამიტომ უახლოეს დღეებში, წესით, საინტერესო ახალი ამბები უნდა გველოდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები