Aa
Aa

რონალდუ: "შესაძლოა, კარიერა შემდეგ წელს დავასრულო, თუმცა"...

კრიშტიანუ რონალდუმ პორტუგალიურ ტელეარხ TVI-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც რამდენიმე საინტერესო თემას შეეხო. 34 წლის სუპერვარსკვლავს ერთ-ერთი კითხვა კარიერის დასრულების შესახებ დაუსვეს, რაზეც მან ორაზროვანი პასუხი გასცა.

„ამაზე არ ვფიქრობ, რადგან ყოველთვის ვამბობ, რომ თითოეული მომენტით უნდა ისიამოვნო. შესაძლოა, კარიერა შემდეგ წელს დავასრულო, თუმცა იგივენაირი ალბათობააა იმისაც, რომ 40-41 წლამდე ვითამაშო“. 

ჟურნალისტი რონალდუს მისი რეკორდების შესახებაც ჩაეკითხა და სთხოვა გაეხსენებინა ფეხბურთელი, რომელსაც მასზე მეტი რეკორდი ეკუთვნის, რაზეც „იუვეს“ ლიდერმა განაცხადა, რომ არ ჰგონია, ვინმე ასეთი არსებობდეს.

რამდენიმე დღის წინ კრიშტიანუს შესახებ მისმა თანაგუნდელმა, სამი ხედირამ, ისაუბრა. გერმანელი ნახევარმცველის თქმით, რონალდუ ყველა ფეხბურთელისთვის სამაგალითოა, ისევე როგორც ეს კალათბურთში - ლებრონ ჯეიმსის, ხოლო ამერიკულ ფეხბურთში ტომ ბრეიდის შემთხვევაშია.

„იუვენტუსი“ ახალი სეზონისთვის მზადების დასკვნით ეტაპს უკვე იტალიაში გადის და სერია A-ს პირველი ტურის მატჩისთვის ემზადება. მაურიციო სარის გუნდი შაბათს, „სტადიო ენიო ტარდინიზე“, „პარმას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები