Aa
Aa

კორეა თუ არა... "მილანის" სათადარიგო ვარიანტი მარიანო დიასია

„მილანის“ დირექტორი პაულო მალდინი მადრიდში იმყოფება და „სამეფო კლუბთან“ მარიანო დიასის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ „ბლანკოსს“ 25 წლის ფეხბურთელის გასხვისება აქვს გადაწყვეტილი და მის მსურველ კლუბებს ეძებს.„როსონერის“ გარდა დიასის გასაფორმებლად „მარსელი“, „ესპანიოლი“ და „ვალენსია“ იბრძვიან.

მარიანოს „რეალის“ წინასასეზონო მატჩებში მონაწილეობა არ მიუღია და ძირითად შემადგენლობაში თავის დამკვიდრების შანსი პრაქტიკულად არ აქვს. შესაბამისად „სანტიაგო ბერნაბეუს“ დატოვება თავად ფეხბურთელსაც სურს, თუმცა მთავარი პრობლემა მისი ანაზღაურებაა.

დომინიკის რესპუბლიკის წარმომადგენლები ყოველწლიურად 5 მილიონ ევროს იღებს.

უცხოური პრესის მიხედვით მალდინი მადრიდში ჩასვლა შესაძლოა ანხელ კორეას ტრანსფერსაც უკავშირდებოდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები