Aa
Aa

რონალდუმ აღიარა, რომ კეტრინ მაიორგას ფული გადაუხადა

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ აღიარა, რომ კეტრინ მაიორგას, რომელიც მას გაუპატიურებაში ადანაშაულებს, თანხა გადაუხადა.

TMZ-ის ინფორმაციით პორტუგალიელმა ამერიკელ მოდელს 375 ათასი დოლარი გადაუხადა, მაგრამ მაიორგას მიერ წაყენებულ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.

კეტრინის თქმით მან თანხა 2010 წელს მიიღო და სანაცვლოდ რონალდუს ადვოკატებმა, მოსთხოვეს სასამართლო პროცესის შესახებ პრესის წარმომადგენლებთან არ ესაუბრა.

TMZ-მ დოკუმენტები, რომლებშიც თანხის გადაცემის ფაქტია დადასტურებული, ცოტა ხნის წინ მოიპოვა. როგორც ირკვევა საქმეში რამდენჯერმე მეორდება, რომ რონალდუმ მაიორგას ფული გადაუხადა. თუმცა ამავე დოკუმენტის თანახმად პორტუგალიელი დაჟინებით აცხადებს, რომ მისი მხრიდან ასეთი ქმედება არ ადასტურებს, რომ დამნაშავეა.

შეგახსენებთ, რომ რონალდუს კეტრინ მაიორგას მიერ წაყენებული ბრალდებების გამო პატიმრობა აღარ ემუქრება. ამერიკელი ქალბატონის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ აღმოჩნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები