Aa
Aa

"რეალი" არ ნებდება, "სამეფო კლუბი" პოგბასთვის იბრძვის

მადრიდის „რეალი“ ხავსს ეჭიდება და პოლ პოგბას გადაბირების იმედს არ კარგავს. Times-ის მიხედვით “სამეფო კლუბის“ წარმომადგენლები სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე „მანჩესტერ იუნაიტედს“ კიდევ ერთ შეთავაზებას გაუკეთებენ.

ფრანგი ნახევარმცველის შეძენით ზინედინ ზიდანია დაინტერესებული. „ზიზუ“ დარწმუნებულია, რომ მისი თანამემამულე „ბლანკოსში“ არსებულ პრობლემებს მოაგვარებს და გუნდს წარმატების მიღწევაში დაეხმარება.

„რეალი“ პოგბას ტრანსფერის გაჩარხვას მთელი ზაფხულია ცდილობს, თუმცა „მანჩესტერი“ უარზეა და ნაკლებად სავარაუდოა პოზიცია შეცვალოს. უქმეებზე „იუნაიტედის“ თავკაცმა, ოლე გუნნარ სულშერმა პოგბას შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა და განაცხადა, რომ ფრანგი ფეხბურთელი „ოლდ ტრაფორდს“ არ დატოვებს. თანაც „ნისლიან ალბიონზე“ სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა და „წითელი ეშმაკები“ პოგბას შემცვლელს ვერ დაიბევებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები