კვეკვესკირმა შესაძლოა სანაკრებო მატჩები გამოტოვოს
Aa
Aa

კვეკვესკირმა შესაძლოა სანაკრებო მატჩები გამოტოვოს

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები უახლოეს ორ მატჩს სექტემბერში ჩაატარებს. შესაძლოა ვლადიმირ ვაისის გუნდს ნიკა კვეკვესკირი ვერ დაეხმაროს, რომელსაც ტრავმა აწუხებს.

CrystalSport-ის ცნობით უცნობია როდის განაახლებს 27 წლის ფეხბურთელი ვარჯიშს. მას სპეციფიკური სახის ტრავმა აწეუხებს. კერძოდ, ხერხემალსა და მენჯს შორის დამაკავშირებელი თეძო-სუკის დიდი კუნთი, რაც ინგლისურად ითარგმნება როგორც Psoas major muscle.

ყაზახური კლუბის, ''ტობოლის'' ექიმები ცდილობენ კვეკვესკირმა მაქსიმალურად მცირე დროში გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლოს. ფეხბურთელის მოედანზე დაბრუნების მოტივაციას სანაკრებო მატჩები ზრდის, თუმცა ვარჯიშის დაწყების თარიღი უცნობია.

5 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს, ამ ეტაპზე ოფიციალურად მეტოქე უცნობია. 8 სექტემბერს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრები ''დინამო არენაზე'' ოგე ჰარეიდეს დანიას უმასპინძლებს.

კვეკვესკირს ზუგდიდის ''ბაიაში,'' თბილისის ''დინამოში,'' ''ცხინვალში,'' გორის ''დილაში,'' ბაქოს ''ინტერსა'' და ''გაბალაში'' უთამაშია. 2017 წელს ომარ თეთრაძის მწვრთნელობისას ''ტობოლის'' ფეხბურთელი გახდა და მას შემდეგ ყაზახურ კლუბში ასპარეზობს.

2019 წლის ყაზახეთის ჩემპიონატში კვეკვესკირმა 18 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ფოტო: fctobol.kz

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები