კეინი ოქროს ბუცის მფლობელი გახდა!
Aa
Aa

კეინი ოქროს ბუცის მფლობელი გახდა!

ლონდონის "ტოტენჰემის" თავდამსხმელს, ჰარი კეინს "პრემიერლიგის" საუკეთესო ბომბარდირისთვის განკუთვნილი პრიზი - "ოქროს ბუცი" გადაეცა.

მიმდინარე სეზონში 22 წლის ფეხბურთელმა ინგლისის ჩემპიონატში 38 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 25 გოლის გატანა (5 მათგანი პენალტით) და 1 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

"ოცნება ახდა" - დაწერა ჰარი კეინმა საკუთარი "Twitter"-ის გვერძე.

 

 

შეგახსენებთ, რომ სერხიო აგუეროსა და ჯეიმი ვარდის(რომლებმაც მეტოქეთა კარი 24-ჯერ აიღეს), ჰარი კეინმა მხოლოდ 1 ბურთით აჯობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები