კოვაჩი პერიშიჩზე:
Aa
Aa

კოვაჩი პერიშიჩზე: "ივანი უმაღლესი დონის მოთამაშეა"

„ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი, ნიკო კოვაჩი დარწმუნებულია, რომ ივან პერიშიჩი მის გუნდს გააძლიერებს და წარმატების მიღწევაში დაეხმარება. „რეკორდმაისტერს“ ლეროი სანეს გადაბირება სურდა და ხორვატს ფეხბურთელს სათადარიგო ვარიანტად მოიაზრებდა.

კოვაჩმა პრესკონფერენციაზე სწორედ ამ საკითხზე გააკეთა აქცენტი და განაცხადა: „მეც სათადარიგო ვარიანტი ვიყავი და ჩვენ დუბლი გავიფორმეთ, ასე რომ ეს არაფერს ნიშნავს“.

„სიმართლე გითხრათ რამდენიმე ფეხბურთელის ტრანსფერს განვიხილავდით. პერიშიჩი ერთ-ერთი მათგანი იყო. მისი კანდიდატურა მე წამოვაყენე, რადგან ივანს მშვენივრად ვიცნობ“.

„პერიშიჩი ხორვატიის ეროვნული ნაკრების სამი საუკეთესო ფეხბურთელიდან ერთ-ერთია. ივანი უმაღლესი დონის მოთამაშეა და მიხარია ბაიერნის რიგებში რომ იასპარეზებს“.

„პერიშიჩი ორივე ფეხს ჩინებულად იყენებს. იგი აგრესიული მოთამაშეა, რომელიც მეორე სართულზე ბრწყინვალეა და გუნდზე ორიენტირებული ფეხბურთელი გახლავთ. დარწმუნებული ვარ იგი ფლანგებზე ზუსტად იმას მოგვცემს, რაც ბაიერნს სჭირდება“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები